გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის მთავარი თემა
 „მესამე სამყარო“
საგანი/პედაგოგი
ისტორია/მარგალიტა გიორგაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საშუალო საფეხური/12 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
23 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროების  მიდგომების მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         მოსწავლეები გაეცნობიან მსოფლიოს ორ დაპირისპირებულ ბლოკს:
·         კომუნისტურსა და იმპერიალისტურს, და ე. წ. მესამე სამყაროს- სახელმწიფოების დიდ ჯგუფს ყოფილ კოლონიებს და დამოკიდებულ ქვეყნებს;
·         რომლებიც არცერთ ბლოკს არ მიეკუთვნებოდნენ.
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები
ისტ. XII.3. მოსწავლეს შეუძლია   XIX  და XX საუკუნეებში მმართველობით სტრუქტურებში მომხდარ ცვლილებების ანალიზი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         მსჯელობს სახელმწიფოს მმართველობის სტრუქტურებში ცვლილებების აუცილებლობის შესაძლო მიზეზებზე;
·         ირჩევს ერთ-ერთ ქვეყანას და ჯგუფური დისკუსიისას მსჯელობს ისტორიულად მის მმართველობის სტრუქტურებში მომხდარი ცვლილებების შესახებ.
·         ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მმართველობის  სხვადასხვა მოდელს (მონარქიული, კონსტიტუციურ-მონარქიული, საპარლამენტო, საპრეზიდენტო, ავტორიტატული რესპუბლიკა), იძლევა საკუთარ შეფასებას თითოეული  მათგანის ნეგატიური და პოზიტიური მხარეების შესახებ.
·         ჯგუფური მუშაობისას ადარებს სახელმწიფო მოწყობის განსხვავებულ სისტემებს (უნიტარული, ფედერაციული, კონფერედაციული), იძლევა საკუთარ შეფასებას  თითოეული მათგანის ნეგატიური პოზიტიური  მხარეების შესახებ, მსჯელობს, თუ რომელი სისტემა იქნებოდა საუკეთესო თანამედროვე საქართველოსთვის.
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას მსოფლიო კოლონიური სისტემის, დეკოლონიზაციის შესახებ
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან  წინასწარ შედგენილი შეფასების  სქემის მიხედვით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, რუქა, ინტერნეტი, კომპიუტერი. კროსვორდი
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
კლასის ორგანიზება 2 წთ

გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა

აქტივობა 1 არსებული ცოდნის გამეორება-კითხვა -პასუხი-7 წთ
·         როგორი იყო მსოფლიო კოლონიური სისტემა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე?
·         როგორ ვითარდებოდა დეკოლონიზაციის პროცესი?
·         როგორ განვითარდა აზიურ ქვეყნებში  ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა მეორე  მსოფლიო ომის დროს?

გაკვეთილის  B ფაზა ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 2 _მინი ლექცია - 8 წთ

ვსაუბრობ  ამ ნაწილს წინ ერთვის  ელექტრონული პრეზენტაცია _ 3 წთ

აქტივობა 3 ინფორმაციის ორგანიზება -ჯგუფებში ვანაწილებ საკითხებს 8 წთ

1 ჯგუფი  ცნების-,,მესამე სამყაროს ‘’-არსის განმარტება
2 ჯგუფი-,,მესამე სამყაროს’’ ძირითადი მახასიათებლების  გამოკვეთა
3 ჯგუფი მოძიება მიზეზების  რატომ არ ერთიანდება ეს ქვეყნები არცერთ ბლოკში.

გაკვეთილის C  ფაზა-რეფლექსია

აქტივობა 4 _ მოსწავლეები  პასუხობენ გაკვეთილის მთავარ კითხვებს და ავსებენ კროსვორდს (იხილეთ კროსვორდი). კროსვორდის შეკითხვები (იხილეთ ბმული) _ 3 წთ.

მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას  _ 2 წთ.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს და აძლევს საშინაო დავალებას წერილობით ჩამოაყალიბონ ,,მესამე სამყაროს’’ ქვეყნების  მთავარი მახასიათებლები. 


No comments:

Post a Comment