სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: „მეორე მსოფლიო ომის მონაწილე დღეისათვის ცოცხალი ვეტერანები დაბა ლაითურიდან.

პროექტის მთავარი იდეა: მადლიერების გრძნობის გამოხატვა ხანდაზმული ვეტერანების მიმართ.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ეჩვევიან ჯგუფური მუშაობის პრინციპებს, ასევე პირად პასუხისმგებლობას ერთობლივად გაწეული საქმიანობისადმი.

პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა მოძებნონ დაბა ლაითურში მცხოვრები დღეისათვის ცოცხალი ვეტერანები, გაიგონ და შეაგროვონ ინფორმაციები მათ მიერ მოყოლილი  საინტერესო  საბრძოლო თავგადასავლების შესახებ.

მონაწილეთა ასაკი: 15 წ.

ვადები და ხანგრძლიობა: 2 კვირა

მოსალოდნელი შედეგები:
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ელექტრონული პრეზენტაციის მომზადება, ინტერნეტი.

პროექტის მსვლელობა: 

შევარჩიეთ  თემა და ჩამოვაყალიბეთ შესაბამისი შეკითხვები ,ჩამოყალიბდა საპროექტო  ჯგუფი და შევამუშავეთ პროექტის გეგმა,  გადავანაწილეთ ვის რა მოვალეობა  დაეკისრებოდა,  დაიგეგმა  შემდეგი აქტივობები:
ვიზიტი დაბა ლაითურის გამგეობაში ,რათა გაიგონ თუ რამდენი ომის ვეტერანი ცხოვრობს დღეისათვის ლაითურში,  გაიგონ კონკრეტული მისამართები, მიდიან თითოეული ვეტერანის ოჯახში და მათგან იღებენ ინტერვიუს საბრძოლო   თავგადასავლების შესახებ. 



იღებენ სამახსოვრო სურათებს და გამოხატავენ მათდამი გულთბილ დამოკიდებულებას და აგრძნობინებენ  ,რომ მათი ღვაწლი არ მიეცემა დავიწყებას. მოსწავლეებმა შეაგროვეს მოპოვებული ინფორმაციები,  მას დაურთეს  ინტერნეტის მეშვეობით მოპოვებული  „მეორე მსოფლიო ომის“ ამსახველი დოკუმენტური მასალა და გააკეთეს პრეზენტაცია.


საგნებთან საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:   
ისტორია
ისტ. XII.4 მოსწავლეს შეუძლია პოლიტიკური ისტორიის საკითხების კვლევა. მსოფლიო ისტორიულ პროცესში საქართველოს ადგილის განსაზღვრა.
·         ირჩევს მსოფლიოში განვითარებულ ერთ -ერთ მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას და წერს თემას თუ რა გავლენა მოახდინა მან საქართველოზე.


პროექტის ხელმძღვანელი: მარგალიტა გიორგაძე

ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: Margalitagiorgadze@gmail.com







No comments:

Post a Comment